saqarTvelos mdinareebi - Wvaniswyali

ტერიტორიული ერთეულები შუახევის მუნიციპალიტეტი
სათავე მესხეთის ქედი
შესართავი აჭარისწყალი
სიგრძე 27 კმ
აუზის ფართობი 189 კმ²

 

სინონიმი: ნაღვარევისწყალი.

მდინარე შუახევის მუნიციპალიტეტში, აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი. ზღვის დონიდან 2415 მ. სიგრძე 27 კმ. აუზის ფართობი 189 კმ2. სათავე აქვს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 5,24 მ³/წმ.